ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

21:25, 22.09.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

გენერალური დებატების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მთავარი თემაა – „ნდობის აღდგენა, ტრანსფორმაციის მართვა: გაერო, რომელიც ყველასთვის შედეგიანად მუშაობს“.

გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სიტყვით 24 სექტემბერს მიმართავს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. 

მსგავსი