ირაკლი კობახიძე - გადამჭრელი ზომები მივიღეთ როგორც ნარკოტიკების, ორგანიზებული დანაშაულის, მიგრაციის შემთხვევაში, ისე მართვის სისტემის მოწესრიგებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით
ირაკლი კობახიძე - გადამჭრელი ზომები მივიღეთ როგორც ნარკოტიკების, ორგანიზებული დანაშაულის, მიგრაციის შემთხვევაში, ისე მართვის სისტემის მოწესრიგებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით

ჩვენ როგორც ნარკოტიკების, ორგანიზებული დანაშაულის, მიგრაციის შემთხვევაში მივიღეთ გადამჭრელი ზომები, ასევე გადამჭრელი ზომები მივიღეთ მართვის სისტემის მოწესრიგებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ამ კუთხით  ხაზი გაუსვა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის უმნიშვნელოვანეს როლს.

„ამ ყველაფერში განუზომელი როლი აქვს ლევან ჟორჟოლიანს, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და მინდა, მას ამისათვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.