ირაკლი კობახიძე - ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიცია პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, ეს არის მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება
ირაკლი კობახიძე - ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიცია პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, ეს არის მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიცია საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ცდილობს თუ არა ოპოზიცია ფასებზე საუბრით ლგბტ პროპაგანდაზე საკუთარი პოზიციებისგან თავის არიდებას, პრმეიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „აქცენტების გადატანის მცდელობა აშკარად არის“.

„ოპოზიცია დღემდე თავს არიდებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მზადდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. ეს არის მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება. საზოგადოება დააკვირდება ამ პროცესებს და ამის მიხედვით ჩამოიყალიბებს საკუთარ პოზიციას როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიების მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.