ირაკლი კობახიძე - ფიზიკური ძალადობის რესურსის ამოწურვის შემდეგ გადავიდნენ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, დაიწყეს სიების გამოქვეყნება, ჩვენ ვიმოქმედებთ, ვპირდებით ყველას
ირაკლი კობახიძე - ფიზიკური ძალადობის რესურსის ამოწურვის შემდეგ გადავიდნენ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, დაიწყეს სიების გამოქვეყნება, ჩვენ ვიმოქმედებთ, ვპირდებით ყველას

თუ შეიძლება, ვინმეს ეშინოდეს რამე სიის, ესენი არიან სწორედ რადიკალები, ჩვენ ვიმოქმედებთ, ამას ვპირდებით აუცილებლად ყველას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, როდესაც ამოიწურა ფიზიკური ძალადობის რესურსი, უკვე გადავიდნენ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე.

„როდესაც ვეღარ ძალადობდნენ ფიზიკურად, როცა ამოიწურა ამის რესურსი, უკვე გადავიდნენ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რაც არის დამახასიათებელი ლიბერალური ფაშიზმისთვის. დაიწყეს სიების გამოქვეყნება, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, პოლიციელების. თუ შეიძლება, ვინმეს ეშინოდეს რამე სიის, ესენი არიან სწორედ რადიკალები. ჩვენ ვიმოქმედებთ, ამას ვპირდებით აუცილებლად ყველას“, – განაცხადა პრემიერმა.