ირაკლი კობახიძე - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში
ირაკლი კობახიძე - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ეკონომიკური უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი სტაბილურობისთვის დაკავშირების მნიშვნელობაზე.

„ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე, რომელიც სომხეთის რესპუბლიკაში  გაიმართა, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის ფორმატში თემაზე „დაკავშირებადობა და ეკონომიკური უსაფრთხოება  გარდამავალ, მწვანე პერიოდში“.

სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში და ეკონომიკური უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი სტაბილურობისთვის დაკავშირების მნიშვნელობას“, – წერს პრემიერ-მინისტრი.