ირაკლი კობახიძე - ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემაზე, რასაც დღემდე თავს არიდებენ, რადგან სიმართლე მათ მხარეს არ არის
ირაკლი კობახიძე - ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემაზე, რასაც დღემდე თავს არიდებენ, რადგან სიმართლე მათ მხარეს არ არის

ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, თუმცა ისინი დღემდე თავს არიდებენ ამგვარ დისკუსიას, რადგან სიმართლე მათ მხარეს არ არის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ჯანსაღი დისკუსია ღიად და გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.

„ჩვენ ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვხურავთ არცერთ საკითხს, მაგრამ გვინდა ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. ხედავთ, რომ დღემდე ევროპული ბიუროკრატია თავს არიდებს ამგვარ ჯანსაღ დისკუსიას, გამომდინარე იქიდან, რომ სიმართლე არ არის მათ მხარეს, სიმართლე არის ჩვენს მხარეს. ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად ჯანსაღი კანონები, გადავდგით აბსოლუტურად ჯანსაღი ნაბიჯები, ჩვენ ვიცავთ მტკიცედ სამართლის უზენაესობას და დემოკრატიას ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის, არავის ვაძლევთ საშუალებას, რომ გარედან შეცვალონ ხელისუფლება, მოგვიწყონ რევოლუციები, ჩაერიონ ჩვენს არჩევნებში. ასე გაგრძელდება მოვლენების განვითარება, რა თქმა უნდა. ღია ვართ ნებისმიერი ჯანსაღი დისკუსიისთვის, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ღიად, გამჭვირვალედ, საჯაროდ“, – განაცხადა კობახიძემ.