ირაკლი კობახიძე - „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციის ტექსტი აცდენილია რეალობას და არის აბსოლუტურად უსამართლო, ასეთ დოკუმენტს ბუნებრივია, ნულოვანი ფასი აქვს
ირაკლი კობახიძე - „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციის ტექსტი აცდენილია რეალობას და არის აბსოლუტურად უსამართლო, ასეთ დოკუმენტს ბუნებრივია, ნულოვანი ფასი აქვს

„ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციის ტექსტი თავიდან ბოლომდე აცდენილია რეალობას და არის აბსოლუტურად უსამართლო, შესაბამისად, ასეთ დოკუმენტს, ბუნებრივია, აქვს ნულოვანი ფასი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნა, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი არის ორი დანაშაულებრივი პარტია, ერთი „ევროპული საქართველო“ და მეორე „ნაციონალური მოძრაობა“.

„ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი არის ორი დანაშაულებრივი პარტია, ერთი „ევროპული საქართველო“, აღარც ითვლება, გამქრალია საერთოდ, მეორე „ნაცმოძრაობა“ მთავარი დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა, ეს თავისთავად მეტყველებს ხარვეზებზე ღირებულებითი თვალსაზრისით. არ შეიძლება „იპიპის“ წევრი იყოს „ნაცმოძრაობა“, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან. ეს თავისთავად პრობლემაზე მეტყველებს.

რაც შეეხება ტექსტს, მასშიც არის ეს პრობლემა ასახული. ტექსტი თავიდან ბოლომდე აცდენილია რეალობას და არის აბსოლუტურად უსამართლო, შესაბამისად, ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს. როდესაც გაერთიანების დოკუმენტი გვეუბნება, რომ ორი დამნაშავე უნდა გათავისუფლდეს და ბიძინა ივანიშვილი უნდა დაისაჯოს, რა ფასი უნდა ჰქოდნეს ასეთ დოკუმენტს, ბუნებრივია, აქვს ნულოვანი ფასი“, – განაცხადა კობახიძემ.