ირაკლი კობახიძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან გვქონდა ძალიან საქმიანი და მეგობრული შეხვედრა, სადაც ყველა დეტალი განვიხილეთ
ირაკლი კობახიძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან გვქონდა ძალიან საქმიანი და მეგობრული შეხვედრა, სადაც ყველა დეტალი განვიხილეთ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან საუბარი გვქონდა მიმდინარე პროცესებზე, მათ გავაცანი ინფორმაცია იმ პროგრესზე, რომელიც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას, ასევე განვიხილეთ მათ მიერ გაკეთებული განცხადება, ჩვენ გვქონდა კრიტიკული შენიშვნები მათ მოხსენებაზე, მათ განცხადებაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, შეხვედრაზე ყველა საკითხი დეტალურად განიხილეს.

„მთლიანობაში გვქონდა ძალიან საქმიანი და მეგობრული შეხვედრა, სადაც ყველა დეტალი განვიხილეთ. 12 პუნქტზეც გავუზიარეთ ინფორმაცია, მათ ვაცნობეთ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი გაგზავნილია ვენეციის კომისიაში და მათი მხრიდან დასკვნას ველოდებით. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ერთდროულად ვაპირებთ როგორც სისტემური მიდგომით ცვლილებების განხორციელებას, ასევე პერსონალური მიდგომით ცვლილებების განხორციელებას. ანუ, გაგრძელდება სისტემური რეფორმები და ამასთან ერთად მივიღებთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს. მათ მოიწონეს ვენეციის კომისიაში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის გაგზავნა. გვითხრეს, რომ დაელოდებიან ვენეციის კომისიის მორიგ დასკვნას და შემდეგ იქნება დისკუსიის საშუალება. დეტალურად ვისაუბრეთ სასამართლო რეფორმაზე, იქაც ყველა დეტალი გავუზიარეთ, რაც კანონპროექტის შექმნის პროცესს უკავშირდება. საბოლოო პაკეტებზე ერთად ვიმსჯელებთ“, – განაცხადა კობახიძემ.