ირაკლი კობახიძე - ევროპაში არსებული ტენდენციები შემაშფოთებელია, საუბარია არასრულწლოვნების მიერ სქესის შეცვლაზე, თუ როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ამ ტენდენციებს, ამას ხელისუფლება გადაწყვეტს
ირაკლი კობახიძე - ევროპაში არსებული ტენდენციები შემაშფოთებელია, საუბარია არასრულწლოვნების მიერ სქესის შეცვლაზე, თუ როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ამ ტენდენციებს, ამას ხელისუფლება გადაწყვეტს

ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმ უმძიმეს ტენდენციებზე, რასაც ვხედავთ ევროკავშირში, ეს არის, პირველი, ეკონომიკური მძიმე ტენდენციები და ევროპული ინედტობის დაკარგვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის სრულიად მიზანმიმართული პროცესი, რომელიც გარედან არის ევროპისთვის თავსმოხვეული.

„სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. სტატისტიკა არის დამძიმებული ბევრი მიმართულებით. აქ, საუბარია საერთოდ კატასტროფულ მოვლენაზე, როგორიც არის არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის შეცვლა. სადამდე მიიყვანეს ევროპა და ევროკავშირი, ამას ხედავს ქართული საზოგადოება. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენციები შეჩერდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ევროპას ემუქრება კიდევ უფრო მძიმე საფრთხე.

ჩვენთვის შემაშფოთებელია ის ტენდენციები, რასაც ვხედავთ ევროპაში. თუ როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ამ ტენდენციებს, ამაზე ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას. დღეს რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება“, – განაცხადა კობახიძემ.