ირაკლი კობახიძე – ევროპაში არის სერიოზული პრობლემები, საუბარი გვაქვს არასწორ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტენდენციებზე, ამის გამოძახილია რეიტინგები, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევა აფიქსირებს

14:44, 14.09.2026

ევროპის მასშტაბით არის არასწორი ეკონომიკური და პოლიტიკური ტენდენციები და, რა თქმა უნდა, ამის გამოძახილია ის რეიტინგები, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა აფიქსირებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს IPSOS-ის კვლევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ცალკეული ლიდერების რეიტინგები ევროპის მასშტაბით არსებული პრობლემების გამოძახილია.

„ზოგადად, ევროპაში არის სერიოზული პრობლემები. არსებითად, ჩვენი საქმე ნაკლებად არის სხვა ქვეყნების ლიდერების რეიტინგებზე კომენტარის კეთება, უბრალოდ კიდევ ერთხელ უნდა შევეხოთ იმ პრობლემებს, რომლებიც არის ევროპის მასშტაბით. აქ საუბარი გვაქვს არასწორ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტენდენციებზე. რა თქმა უნდა, ამის გამოძახილია ის რეიტინგებიც, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა აფიქსირებს. დანარჩენი არის შესაბამისი საზოგადოებების და ქვეყნების საქმე“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი