ირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, ევროპარლამენტი, მთლიანად ევროპული ბიუროკრატია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია

12:00, 09.10.2026

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას ეხებოდა.

კობახიძის შეფასებით, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი და მთლიანად ევროპული ბიუროკრატია.

„ხშირად მოგვიწოდებენ ხოლმე, რომ განსხვავებული რიტორიკით ვისაუბროთ ევროპულ ინსტიტუტებთან მიმართებით, თუმცა როდესაც ასეთ რეზოლუციას ამტკიცებს ევროპარლამენტი, როდესაც ასეთი შინაარსის დებატები იმართება, ძალიან რთულია, რაიმე დადებითი კომენტარი გააკეთო, უფრო მეტიც, არ გააკეთო უარყოფითი კომენტარი. ასეთი ქმედებებით ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. მგონია, რომ უზენაესი საბჭო ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაში იყო 80-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი საკუთარი არსებობის ბოლო წლებს ითვლიდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი, მთლიანად ევროპული ბიუროკრატია არის მძიმე მდგომარეობაში და ამის გამოხატულებაა ასეთი დებატები, ასეთი დოკუმენტები. ქართული საზოგადოებისთვის ეს საერთოდ აღარ არის საინტერესო“, – განაცხადა კობახიძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია 8 ოქტომბერს მიიღო.

მსგავსი