ირაკლი კობახიძე - ევროკომისია დეოლიგარქიზაციის ტერმინს თუ ამოიღებს 12 პუნქტიდან, შეიძლება, აღარც მივიღოთ კანონი, მაგრამ თუ დარჩება, აუცილებლად მოგვიწევს ამ კანონის მიღებაც და ამოქმედებაც
ირაკლი კობახიძე - ევროკომისია დეოლიგარქიზაციის ტერმინს თუ ამოიღებს 12 პუნქტიდან, შეიძლება, აღარც მივიღოთ კანონი, მაგრამ თუ დარჩება, აუცილებლად მოგვიწევს ამ კანონის მიღებაც და ამოქმედებაც

დეოლიგარქიზაციის ტერმინს თუ ამოიღებენ 12 პუნქტიდან, ამ შემთხვევაში შეიძლება აღარც მივიღოთ ეს კანონი, მაგრამ თუ სიტყვა დეოლიგარქიზაცია დარჩება, ამ კანონის მიღებაც და ამოქმედებაც აუცილებლად მოგვიწევს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ამ საკითხში ბუნდოვანებას ვერ დატოვებს.

„ეს პუნქტი ჯერ ამოღებული არ არის იმ 12-პუნქტიანი გეგმიდან, რომელიც წარმოდგენილი იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგვიწევს ამ კანონპროექტის მიღება. ერთადერთი, შეიძლება ვიფიქროთ, კანონის ცოტა გვიან ამოქმედებაზე. მანამდე ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს ექნებათ ამაზე მსჯელობის საშუალება. დეოლიგარქიზაციის ტერმინს თუ ამოიღებენ 12 პუნქტიდან, ამ შემთხვევაში შეიძლება აღარც მივიღოთ ეს კანონი, მაგრამ თუ სიტყვა დეოლიგარქიზაცია დარჩება 12 პუნქტში, ჩვენ ამ კანონის მიღებაც და ამოქმედებაც აუცილებლად მოგვიწევს. ბუნებრივია, ჩვენ ამ თემაში ბუნდოვანებას ვერ დავტოვებთ. საუბარი თუ არის დეოლიგარქიზაციაზე და ევროკომისია თვითონ ითხოვს პერსონალიზებულ მიდგომას, ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს კანონის მიღება სწორედ პერსონალიზებული მიდგომით. შესაბამისად, ეს კანონი იქნება მიღებული. რაც შეეხება ამოქმედების ვადას, შეიძლება დაველოდოთ ევროკომისიას. ისინი თუ ამოიღებენ ამ ტერმინს 12 პუნქტიდან, შეიძლება ეს კანონი პრაქტიკაში საერთოდ აღარ ავამოქმედოთ. ამის წინაპირობა არის ამ სიტყვის ამოღება 12-პუნქტიანი გეგმიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.