ირაკლი კობახიძე - ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით გვაქვს მკაფიო გეგმა, ყველაფერი გაკეთდება, რომ კიდევ უფრო წინ წავიწიოთ ამ კუთხით
ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით გვაქვს მკაფიო გეგმა, ეს გეგმა, პირველ რიგში, გულისხმობს ცხრა პუნქტის შესრულებას, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მუდმივი კომუნიკაცია აქვს ევროკავშირის წარმომადგენლებთან.
„გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, მეც აქამდეც მქონდა პირადად მუდმივი კომუნიკაცია ევროკავშირის წარმომადგენლებთან, ინტენსიური კომუნიკაცია გაგრძელდება, მათ შორის აქტიურად ვიმუშავებთ ცხრა პუნქტის შესრულებაზე. რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, ეს არის მოლაპარაკების გახსნა, მერე იმის შემდეგ ეტაპზე და ა.შ. ყველაფერი გაკეთდება, რომ კიდევ უფრო წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძე აცხადებს, რომ მას განსაკუთრებული, სუბიექტური დამოკიდებულება ექნება პარლამენტთან.
„ბუნებრივია, განსაკუთრებული სუბიექტური დამოკიდებულება მექნება პარლამენტთან, რაც შეიძლება, რაღაცნაირად აისახოს ჩემს საქმიანობაზე, თუმცა არსებითად გაგრძელდება პროცესები იმ რეჟიმში, როგორც წარიმართებოდა აქამდე. წარმატებული იყო მთავრობის საქმიანობა. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ყველა დარგი მიმოვიხილოთ მთავრობის წევრებთან ერთად და სადაც არის გაუმჯობესების რესურსი, ყველგან ვეცდებით კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას“, – აღნიშნა კობახიძემ.