ირაკლი კობახიძე – ევროინტეგრაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, კონსტიტუციური ამოცანა, ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთდება, რაც არის შესაძლებელი
ევროინტეგრაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, კონსტიტუციური ამოცანა და ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთდება, რაც არის შესაძლებელი, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროინტეგრაციის მიმართულებით სერიოზული გამოწვევებია, იმედია ეს ვითარება შეიცვლება.
„კონსტიტუციაში რაც წერია, ჩემი ხელით არის დაწერილი. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, კონსტიტუციური ამოცანა და ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთდება, რაც არის შესაძლებელი. არის სერიოზული გამოწვევები, ამას აქვს თავისი მიზეზები, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ვითარება შეიცვლება მომავალში“, — განაცხადა პრემიერმა.