ირაკლი კობახიძე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

14:58, 04.08.2020

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე საქართველოში ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, ვლადიმირ მისევს და ქსენია დაშუტინას შეხვდა.

პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

მსგავსი