ირაკლი კობახიძე – ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილება გასაგებია, არახალია, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებს შელახული აქვთ რეპუტაცია, ყველამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას

17:07, 07.10.2026

ზოგადად, საერთაშორისო ინსტიტუტებს რომ შელახული აქვთ რეპუტაცია, ეს არახალია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას ეხება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება აბსოლუტურად გასაგებია.

„ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია ეს გადაწყვეტილება. ზოგადად, საერთაშორისო ინსტიტუტებს რომ შელახული აქვთ რეპუტაცია, ეს არახალია. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენული გადაწყვეტილება და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2026 წლის აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) არ მიიწვია.

მსგავსი