ირაკლი კობახიძე – ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები, ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის გაღრმავებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე

18:44, 16.10.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, იგნაციო კასისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები.

„კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, იგნასიო კასისთან.

ნიუ იორკში გამართული ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, დღეს განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის გაღრმავებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე“, – წერს პრემიერი.

მსგავსი