ირაკლი კობახიძე – ეუთო-ს გენერალურ მდივანთან გამოვხატე მადლიერება მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში ეუთო-ს მუდმივი ჩართულობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის
ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან გავცვალეთ მოსაზრებები საქართველოსა და რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე მან გამოხატა მადლიერება მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში ეუთო-ს მუდმივი ჩართულობისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
„დანიის სამეფოს ქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-7 სამიტზე მქონდა პატივი ნაყოფიერი დისკუსიები მქონოდა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, მის აღმატებულება ფერიდუნ სინირლიოღლუსთან. შეხვედრაზე მოსაზრებები გავცვალეთ საქართველოსა და რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. საუბრისას გამოვხატე მადლიერება მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში ეუთო-ს მუდმივი ჩართულობისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნავს პრემიერი.
At the 7th European Political Community Summit in Copenhagen 🇩🇰, I had the pleasure of engaging in fruitful discussions with H.E. Feridun H. Sinirlioğlu @OSCESecGen , Secretary General of the OSCE. We exchanged views on recent developments in Georgia and the wider region. I… pic.twitter.com/PCoD2uk9pa
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) October 2, 2025