ირაკლი კობახიძე - ესტონეთის პარლამენტის განცხადება არის ანტიქართული, რაც გამოხატავს უპატივცემულობას ქართველი ხალხის ნების მიმართ, თუმცა ჩვენ ესტონეთთან ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში
ირაკლი კობახიძე - ესტონეთის პარლამენტის განცხადება არის ანტიქართული, რაც გამოხატავს უპატივცემულობას ქართველი ხალხის ნების მიმართ, თუმცა ჩვენ ესტონეთთან ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში

იმ პირობებში, როდესაც „დიფ სთეითზე“ არის წნეხი აშშ-ში, „დიფ სთეითი“ კიდევ უფრო მეტად გააქტიურებულია ევროპაში. „დიფ სთეითის“ გავლენა განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში არის ძალიან სერიოზული. ეს აისახება ესტონეთზეც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს ესტონეთის პარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გუშინ მიღებულ განცხადებაზე.

კობახიძის თქმით, მსგავსი განცხადებები მიუღებელია.

„ჩვენ ესტონეთთან ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები მიუღებელია. ეს არის ცალსახად ანტიქართული განცხადება, რაც გამოხატავს უპატივცემულობას ქართველი ხალხის ნების მიმართ, თუმცა ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ესტონეთთან, გამომდინარე ისტორიული მეგობრობიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ და ესტონელ ხალხებს შორის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.