ირაკლი კობახიძე - ეს პარლამენტი იქნება ძალიან აქტიური ყველა სფეროში, მათ შორის კანონშემოქმედებითი და ზედამხედველობის მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - ეს პარლამენტი იქნება ძალიან აქტიური ყველა სფეროში, მათ შორის კანონშემოქმედებითი და ზედამხედველობის მიმართულებით

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება.

როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, ახალი პარლამენტი იქნება ძალიან აქტიური ყველა სფეროში, მათ შორის კანონშემოქმედებითი და ზედამხედველობის მიმართულებით.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ მარტო დარჩება, უმრავლესობა იქნება თუ არა უფრო მეტად კრიტიკული და ეფექტურად გააკონტროლებს თუ არა მთავრობის საქმიანობას, კობახიძე პასუხობს, რომ ოპოზიცია იქნება თუ არა პარლამენტში, ნებისმიერ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობის როლი იქნება ის, რაც გაწერილია კონსტიტუციაში.

„ეს არის საპარლამენტო ზედამხედველობა. თქვენ იცით, რომ განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ საპარლამენტო გუნდის საკადრო განახლებაზე. ჩვენს გუნდში ისეთი ადამიანებია არიან წარმოდგენილი, რომელთაც უნარი შესწევთ, საპარლამენტო ფუნქციები და ამოცანები საუკეთესოდ შეასრულონ. ეს პარლამენტი იქნება ძალიან აქტიური ყველა სფეროში, მათ შორის კანონშემოქმედებითი და ზედამხედველობის მიმართულებით. ეს არის პირობა, რომელიც ქართულ საზოგადოებას მივეცით და ეს პირობა აუცილებლად შესრულდება, თუმცა ეს პარლამენტი იქნება აუცილებლად მრავალპარტიული“, – განაცხადა კობახიძემ