ირაკლი კობახიძე – ერევანში ყურადღება გავამახვილე საქართველოს მდიდარ ბუნებრივ მემკვიდრეობაზე, ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური ვალდებულებები 2030 წლისთვის კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ
ერევანში გამართულ ბიომრავალფეროვნების ლიდერთა სამიტზე ყურადღება გავამახვილე საქართველოს მდიდარ ბუნებრივ მემკვიდრეობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური ვალდებულებები 2030 წლისთვის კონკრეტულ შედეგებად აქციოს.
„კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი მზადყოფნა, დავიცვათ ეკოსისტემები და ხელი შევუწყოთ მდგრად განვითარებას. ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური ვალდებულებები 2030 წლისთვის კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
At the Leaders’ Summit on Biodiversity in Yerevan, highlighted 🇬🇪’s rich natural heritage and reaffirmed our commitment to protecting ecosystems, advancing sustainable development and translating global biodiversity goals into concrete results by 2030 #COP17Armenia https://t.co/qcKkmMt8R5
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) October 16, 2026