ირაკლი კობახიძე ერევანში საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო
ირაკლი კობახიძე ერევანში საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.

ერთა ლიგის პლეი ოფის პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

მატჩს, პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ორი ქვეყნის მთავრობების წევრები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მატჩის შემდეგ ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.

საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მეორე შეხვედრა 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.