ირაკლი კობახიძე – „ენჯეოებისთვის“ ფინანსების გამჭვირვალობა მიუღებელია ერთადერთი მიზეზით, ისინი უცხოურ დაფინანსებას ხშირ შემთხვევაში იყენებენ ექსტრემისტული მიზნებისთვის

14:12, 01.11.2023

სინამდვილეში, „ენჯეოებისთვის“ მიუღებელია საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობა ერთადერთი მიზეზის გამო, ისინი უცხოურ დაფინანსებას ძალიან ხშირ შემთხვევაში იყენებენ ექსტრემისტული მიზნების რეალიზებისთვის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ იმიტომ არ უნდოდათ „ენჯეოებს“ ამერიკული კანონი საქართველოში, რომ მათი ფინანსები ქართული საზოგადოებისთვის არ გამხდარიყო გამჭვირვალე.

„გახსოვთ, ამ „ენჯეოებმა“ რამხელა ამბავი ატეხეს ამერიკულ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც იღებდა საქართველოს პარლამენტი, უწოდეს მას რუსული კანონი. სინამდვილეში, ერთადერთ რამეს ითვალისწინებდა ეს კანონი, ეს იყო ამ „ენჯეოების“ ფინანსების გამჭვირვალობა და მართლაც აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი რამ ჰქონიათ დასამალი. ისინი უცხოურ დაფინანსებას ძალიან ხშირ შემთხვევაში იყენებენ საკუთარი რევოლუციური და ექსტრემისტული მიზნების რეალიზებისთვის და ეს ერთ-ერთი ამის მაგალითია. სწორედ ამიტომ არ უნდოდათ ეს ამერიკული კანონი საქართველოში, რომ არ გამხდარიყო მათი ფინანსები გამჭვირვალე ქართული საზოგადოებისთვის და ეს, რა თქმა უნდა, მორიგი მაგალითია. აქაც თავიდან ედოთ ერთი ლოგო, მერე შეცვალეს მეორე ლოგოთი, აქაც იტყუებოდნენ. საზოგადოებას არ ჰქონდა ინფორმაცია, როგორც კი ჩაეძიენ ამ კონკრეტულ „ენჯეოს“ ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით, მაშინვე მოუწიათ საკუთარი ინფორმაციის შეცვლა, მიკიბვ-მოკიბვა და ა.შ. სინამდვილეში, მათთვის მიუღებელია საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობა ერთადერთი მიზეზის გამო, ისინი უცხოურ დაფინანსებას ძალიან ხშირ შემთხვევაში იყენებენ ექსტრემისტული მიზნების რეალიზებისთვის, რაც ეწინააღმდეგება პირდაპირ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. მნიშვნელოვანია, განიმარტოს ეს ყველაფერი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის სრულად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია „ენჯეოების“ დაფინანსების შესახებ. კობახიძის განცხადებით, დღეს ამ ინფორმაციის, მაქსიმუმ, 5 %-ია გახსნილი საზოგადოებისთვის.

„ჩვენ იმასაც გვიმტკიცებდნენ ამ აგენტების შესახებ კანონის განხილვის დროს, თითქოს ყველაფერი იყო გამჭვირვალე, სინამდვილეში, არაფერია გამჭვირვალე, თვითონ სათავო ოფისმა და ადგილობრივმა ოფისმა ერთმანეთში ვერ გაარკვიეს, სინამდვილეში საიდან ფინანსდებოდა კონკრეტული „ენჯეო“, რაც მიუღებელია. საზოგადოებისთვის უნდა იყოს სრულად ხელმისაწვდომი ინფორმაცია „ენჯეოების“ დაფინანსების შესახებ, დღეს ამ ინფორმაციის, მაქსიმუმ, 5 %-ია გახსნილი საზოგადოებისთვის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა გავლენები ვრცელდება ჩვენს ქვეყანაში და რისთვის ვრცელდება ეს გავლენები. ამისთვის უცხოური დაფინანსება, ზოგადად, უნდა იყოს გამჭვირვალე, თუმცა, სამწუხაროდ, ეს უზრუნველყოფილი არ არის, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი