ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, ემანუელ მაკრონის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას ესწრება [ვიდეო]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას ესწრება, რომელიც კოსმოსის საერთაშორისო სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად იმართება.
ირაკლი კობახიძე, ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
სამიტზე, რომლის თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია, მთავარი განსახილველი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.