ირაკლი კობახიძე - ელენე ხოშტარია არის რადიკალი, ვითომ ანტირუსი, სინამდვილეში, ყოველთვე ერიცხება მილიონობით რუბლი რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან, საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ ვინ არის
ირაკლი კობახიძე - ელენე ხოშტარია არის რადიკალი, ვითომ ანტირუსი, სინამდვილეში, ყოველთვე ერიცხება მილიონობით რუბლი რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან, საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ ვინ არის

150 ლარს როდესაც აღემატება ზიანი, პროკურატურა ვალდებულია, აღძრას სისხლის სამართლის საქმე. ამ შემთხვევაში, ზიანი იყო 150 ლარზე მეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს ხუთ წლამდე პატიმრობას, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა, შეეფარდოს 6 თვე, შესაძლოა, საერთოდ არ შეეფარდოს პატიმრობა.

„ეს ადამიანი არის რადიკალი, ვითომ ანტირუსი და სინამდვილეში ყოველთვე ერიცხება მილიონობით რუბლი რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის, მათ შორის ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით საზოგადოებას ნამდვილად არ უჭირს საკუთარი შეფასებების გაკეთება“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სამართალდამცველებმა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს. შსს-ს ცნობით, ელენე ხოშტარია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერების დაზიანებასთან დაკავშირებითაა დაკავებული. მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.