ირაკლი კობახიძე - ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული ეროვნული ინტერესების რეალიზება, საგარეო პოზიციების გაძლიერება, ეკონომიკურ ზრდას მომავალშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება
ირაკლი კობახიძე - ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული ეროვნული ინტერესების რეალიზება, საგარეო პოზიციების გაძლიერება, ეკონომიკურ ზრდას მომავალშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება

ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული ყველაფერი, მათ შორის ქვეყნის შიგნით ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზება, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება. აქედან გამომდინარე, მომავალშიც, ბუნებრივია, ეკონომიკურ ზრდას  განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეკონომიკა იზრდება უფრო სწრაფი ტემპით, ვიდრე ამას წინასწარმეტყველებდა სავალუტო ფონდი.

„სავალუტო ფონდმაც გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. საბოლოო ჯამში, ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული ყველაფერი, მათ შორის ქვეყნის შიგნით ეროვნული ინტერესების რეალიზება, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მომავალშიც ეკონომიკურ ზრდას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.