ირაკლი კობახიძე – ეკა გიგაურიც ერთ-ერთი უცხოელი აგენტია, თვითონ საბჭოური მეთოდებით არის გამყარებული თავის თანამდებობაზე და ვერავის ასწავლის, რა არის სწორი და დემოკრატიული მეთოდები
ეკა გიგაურიც არის ერთ-ერთი უცხოელი აგენტი. რუსული მეთოდები არ ვიცი, მაგრამ საბჭოური მეთოდი არის, როდესაც ერთ თანამდებობაზე ადამიანი არის 15 წლის განმავლობაში. ხვდებით, ვისზეც ვსაუბრობ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში განუცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველო იმართება სწორედ რომ დემოკრატიული მეთოდებით.
„ეკა გიგაურიც არის ერთ-ერთი უცხოელი აგენტი. რუსული მეთოდები არ ვიცი, მაგრამ საბჭოური მეთოდი არის, როდესაც ერთ თანამდებობაზე ადამიანი არის 15 წლის განმავლობაში. ხვდებით, ვისზეც ვსაუბრობ. თვითონ საბჭოური მეთოდებით არის გამყარებული თავის თანამდებობაზე და ვერავის ასწავლის ეს ადამიანი, რა არის სწორი და დემოკრატიული მეთოდები. ჩვენი ქვეყანა იმართება სწორედ რომ დემოკრატიული მეთოდებით და ასე ვაპირებთ ქვეყნის მართვის გაგრძელებას“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.