ირაკლი კობახიძე – ე.წ. ბორდერიზაციის პრობლემა, სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაა, გვიწევს ამ პრობლემებთან გამკლავება, ყოველ ჯერზე სათანადოდ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს
სახელმწიფო ყოველ ჯერზე იღებს ზომებს, რათა ჩვენი ინტერესები იყოს დაცული და ამას აკეთებს სათანადო ნაბიჯებით. ყოველ ჯერზე ჩვენ მოვახერხეთ დემონსტრირება, რომ სათანადოდ ვიცავთ სახელმწიფო ინტერესებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს დავით ქაცარავას პოსტზე, რომლის მიხედვითაც, რუსული საოკუპაციო პატრული მლეთაში ავიდა, ასევე, ქაცარავა ამბობს, რომ, შესაძლოა, მალე ლომისას წმ. გიორგის ტაძარიც ოკუპირებული იყოს.
„რაც შეეხება ე.წ. ბორდერიზაციის პრობლემას, სამწუხაროდ, ეს არის წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა, გვიწევს ამ პრობლემებთან გამკლავება. ყოველ ჯერზე სათანადოდ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.