ირაკლი კობახიძე - ძალიან ლამაზია ორბელიანის მოედანი, მინდა, ბევრი ასეთი მოედანი და ქუჩა დაემატოს ჩვენს დედაქალაქს
ირაკლი კობახიძე - ძალიან ლამაზია ორბელიანის მოედანი, მინდა, ბევრი ასეთი მოედანი და ქუჩა დაემატოს ჩვენს დედაქალაქს

ძალიან ლამაზია ორბელიანის მოედანი, მინდა, რომ ბევრი ასეთი მოედანი და ქუჩა დაემატოს ჩვენს დედაქალაქს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ორბელიანის მოედნის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

„ძალიან ლამაზია ორბელიანის მოედანი. ძალიან ლამაზია მიმდებარე ქუჩები. ეს არის ძალიან ემოციური, არაჩვეულებრივი დღე და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც შექმნა ეს დღე, რომელმაც შექმნა ეს სილამაზე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კახი კალაძეს, რომელიც იყო ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი და თითოეულ ადამიანს, რომელიც მერიაში მუშაობდა ამ პროექტზე და რომელმაც სული და გული ჩადო, მთელი სიყვარული ჩადო ამ ყველაფერში.

მიხარია, რომ ლამაზდება ჩვენი დედაქალაქი. მინდა, რომ ძალიან ბევრი ასეთი მოედანი და ქუჩა დაემატოს ჩვენს დედაქალაქს“,- განაცხადა კობახიძემ.