ირაკლი კობახიძე - ჟიგიმანტასი, სალომე ზურაბიშვილი, ხაბეიშვილი, აბსოლუტურად ერთია ჩემთვის, მათ შორის არანაირი განსხვავება არ არის
ირაკლი კობახიძე - ჟიგიმანტასი, სალომე ზურაბიშვილი, ხაბეიშვილი, აბსოლუტურად ერთია ჩემთვის, მათ შორის არანაირი განსხვავება არ არის

ჟიგიმანტასი, სალომე ზურაბიშვილი, ხაბეიშვილი და ა.შ. აბსოლუტურად ერთია ჩემთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, ვიდრე საქართველოს მართავს „ქართული ოცნება“. რას უპასუხებთ მას?“.

„არ ვიცი, ჟიგიმანტასი, სალომე ზურაბიშვილი, ხაბეიშვილი და ა.შ. აბსოლუტურად ერთია ჩემთვის, არანაირი განსხვავება არ არის მათ შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.