ირაკლი კობახიძე - დისბალანსები ყველა არჩევნებზე ფიქსირდება და ეს ნორმალური მოვლენაა 20-25 პროცენტის ფარგლებში, დისბალანსებით სპეკულირების საშუალებას აღარავის მივცემთ
ირაკლი კობახიძე - დისბალანსები ყველა არჩევნებზე ფიქსირდება და ეს ნორმალური მოვლენაა 20-25 პროცენტის ფარგლებში, დისბალანსებით სპეკულირების საშუალებას აღარავის მივცემთ

დისბალანსები ყველა არჩევნებზე ფიქსირდება და ეს არის ნორმალური მოვლენა 20-25 პროცენტის ფარგლებში. დისბალანსის გამოწვევა შეიძლება ძალიან მარტივად, ერთი ბიულეტენის ჯიბეში ჩადებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოქმებში დისბალანსებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია აღნიშნული საკითხით სპეკულირებას ვეღაც მოახერხებს.

„სპეკულირების საშუალებას ამ დისბალანსებით აღარავის მივცემთ. წინა არჩევნები იყო აბსოლუტურად სუფთა, რაც ყველაფრით დადასტურდა. გარკვეული დისბალანსებით ცდილობდნენ კამპანიის აწევას. 2020 წელს ეს იყო გასროლილი ტყვია და ამ ტყვიას ისინი მეორედ ვეღარ გაისვრიან. დისბალანსებით სპეკულირებას ვეღარ შეძლებენ. ეს არჩევნებიც ეუთო/ოდირმა უკვე დადებითად შეაფასა, შესაბამისად, სპეკულაციებით ისინი ფონს ვეღარ გავლენ“, – განაცხადა კობახიძემ.