ირაკლი კობახიძე – საქართველოს წინააღმდეგ „დიფ სთეითს“ ერთადერთ ინსტრუმენტად დარჩა ქვეყანაში ასკაციანი აქციები და გარედან სანქციები, რადგან ჩავარდნილი რევოლუციების შემდეგ მათი რესურსი სრულად მიილია

12:40, 13.07.2026

ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა „დიფ სთეითს“ ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ბოლო წლებში ჩავარდნილი რევოლუციების შემდეგ ამ კუთხით მათი რესურსი სრულად მიილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ისინი ახლა სწორედ სანქციებითა და რეზოლუციებით ცდილობენ ქვეყანაზე ზეწოლას, რათა საქართველოს მოსახლეობამ სწორი გზიდან გადაუხვიოს.

„ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა „დიფ სთეითს“ ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ბოლო წლებში ჩავარდნილი რევოლუციების შემდეგ ამ კუთხით მათი რესურსი სრულად მიილია. ამიტომ ისინი ახლა სწორედ სანქციებითა და რეზოლუციებით ცდილობენ ქვეყანაზე ზეწოლას, რათა საქართველოს მოსახლეობამ სწორი გზიდან გადაუხვიოს. თუმცა ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქართველი ხალხის დაკვეთას პირნათლად ასრულებს და ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, უდიდესი გამოწვევების ფონზე სუვერენიტეტის დაცვას და ეროვნული პოლიტიკის გატარებას მტკიცედ, პრინციპულად განაგრძობს, ეს მცდელობაც წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი