ირაკლი კობახიძე - დიდი პატივია, რომ პრემიერის რანგში პირველი შეხვედრა შედგა თავდაცვის სამინისტროში, წარვადგინე ახალი მინისტრი, ვისაუბრეთ საკითხებზე, რომლებიც თავდაცვისუნარიანობას უკავშირდება
ირაკლი კობახიძე - დიდი პატივია, რომ პრემიერის რანგში პირველი შეხვედრა შედგა თავდაცვის სამინისტროში, წარვადგინე ახალი მინისტრი, ვისაუბრეთ საკითხებზე, რომლებიც თავდაცვისუნარიანობას უკავშირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი წარუდგინა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის დიდი პატივია, რომ პრემიერის რანგში პირველი შეხვედრა შედგა თავდაცვის სამინისტროში.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრა საკითხებზე, რომლებიც თავდაცვისუნარიანობის განვითარებას უკავშირდება.

„შეხვედრა მქონდა თავდაცვის სამინისტროში, შევხვდი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს. მადლობა გადავუხადე ჯუანშერ ბურჭულაძეს მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და წარვადგინე თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. ბუნებრივია, საუბარი გვქონდა იმ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება თავდაცვისუნარიანობის განვითარებას, თავდაცვის სამინისტროს რესურსების გაძლიერებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია და დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი შეხვედრა შედგა თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.