ირაკლი კობახიძე - დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ნდობა, რომელიც ამომრჩევლებმა გამოგვიცხადეს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ეკონომიკური განვითარებაა
ირაკლი კობახიძე - დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ნდობა, რომელიც ამომრჩევლებმა გამოგვიცხადეს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ეკონომიკური განვითარებაა

ყველაფერი კარგად იქნება, მშვიდად, სამი წელია, საპარლამენტო არჩევნებამდე, დიდ პასუხისმგებლობას ის ნდობა გვაკისრებს, რომელიც ამომრჩევლებმა გამოგვიცხადეს, ჯერ საპარლამენტო არჩევნებზე და ახლა თვითმმართველობის არჩევნებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არჩევნების მონაცემები შთამბეჭდავი და მაღალია.

„გარდა იმისა, რომ ეს მხარდაჭერა გვიხარია, ეს დამატებით პასუხისმგებლობას გვანიჭებს, რომ საზოგადოების განვითარებაზე ვიზრუნოთ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ეკონომიკური განვითარებაა. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ. ჩვენი მიზანი ამ ტენდენციის შენარჩუნება იქნება. ასევე, ამბიციური პროექტები გვაქვს ყველა მიმართულებით, რაც ქვეყნის განვითარებას ეხება. ხელი გვაქვს გაწვდილი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ასევე ევროკავშირის. საპასუხო ნაბიჯებს მოთმინებით ველოდებით. ეს არის ჩვენი საერთო მიდგომა. მკაფიო განცხადებები გვაქვს გაკეთებული, როგორც ამერიკასთან მიმართებაში სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართულებით. საპასუხო ნაბიჯებს მოთმინებით ველოდებით“, – განაცხადა პრემიერმა.