ირაკლი კობახიძე – დიდ ცვლილებას არ ველოდები გაფართოების შარშანდელ ანგარიშთან შედარებით, რეკომენდაციების გათვალისწინება დამოკიდებული იქნება მათ შინაარსზე, ეს დირექტივა არ არის

20:58, 03.11.2026

დიდ ცვლილებას არ ველოდები გაფართოების შარშანდელ ანგარიშთან შედარებით. რეკომენდაციების გათვალისწინება დამოკიდებული იქნება რეკომენდაციების შინაარსზე. რეკომენდაციას იმიტომ ჰქვია რეკომენდაცია, რომ ადამიანმა უნდა იმსჯელოს და ამის მიხედვით უნდა იმოქმედოს, ეს ხომ დირექტივა არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართული მხარე გაეცნობა თითოეულ რეკომენდაციას და იმოქმედებს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

„დიდ ცვლილებას არ ველოდები გაფართოების შარშანდელ ანგარიშთან შედარებით. რეკომენდაციების გათვალისწინება დამოკიდებული იქნება რეკომენდაციების შინაარსზე. რეკომენდაციას იმიტომ ჰქვია რეკომენდაცია, რომ ადამიანმა უნდა იმსჯელოს და ამის მიხედვით უნდა იმოქმედოს. ეს ხომ დირექტივა არ არის. ჩვენ თუ ვსაუბრობთ დირექტივებზე, დირექტივები გვახსოვს თავის დროზე მოსკოვიდან, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით. რეკომენდაციებზე თუ არის საუბარი, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და უნდა იმსჯელოს ამ რეკომენდაციების შინაარსთან დაკავშირებით. ჩვენ ყურადღებით გავეცნობით თითოეულ რეკომენდაციას, სადაც გასათვალისწინებელი იქნება, გავითვალისწინებთ, და სადაც ვნახავთ, რომ კონკრეტული რეკომენდაცია ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, იქ ვიმოქმედებთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, — განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი