ირაკლი კობახიძე – დღევანდელი მოცემულობით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს

00:01, 17.10.2018

არც ერთ ოპოზიციურ კანდიდატს გამარჯვების შანსი არ აქვს. საპრეზიდენტო არჩევნებში აუცილებლად ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის თოქ-შოუში „პირისპირ“.

ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

„დღევანდელი მოცემულობით, სალომე ზურაბიშვილი იგებს პირველივე ტურში და არ მგონია, არსებითად შეიცვალოს ეს მოცემულობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი