ირაკლი კობახიძე - დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში ვხედავთ ლიბერალური ფაშიზმის აღზევებას, ის თითქოს იცავს უფლებებს, მაგრამ ანადგურებს ერის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი განვითარება
ვხედავთ ღრმად შემაშფოთებელ მოვლენას, ლიბერალური ფაშიზმის აღზევებას, ის თითქოს იცავს უფლებებს, მაგრამ ანადგურებს ერის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში ღრმად შემაშფოთებელ მოვლენას, ლიბერალური ფაშიზმის აღზევებას ვხედავთ – უცხოური დაფინანსებით გავრცელებული აგრესიული და შეუწყნარებელი იდეოლოგიისა და მოძრაობის სახით, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დასუსტებას, სიძულვილის წახალისებას, გენდერული და ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას. ის თითქოს იცავს უფლებებს, მაგრამ ანადგურებს ერის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი განვითარება; ტოლერანტობას ამოფარებული ცდილობს განსხვავებული აზრის ჩახშობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.