ირაკლი კობახიძე – დღეს რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, საკუთარ გადაწყვეტილებებშიც არ არიან ჩამოყალიბებული, ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს, ხან მესამეს აკეთებენ

12:40, 20.08.2025

დღეს რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და სწორედ ამის გამო საკუთარ გადაწყვეტილებებშიც არ არიან ჩამოყალიბებული, ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს ამბობენ, ხან მესამეს აკეთებენ, ეს არის სისუსტის გამოვლინება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად, ბავშვების ხელშია რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც მაინცდამაინც არც განათლება გამოარჩევთ და არც არაფერი.

„რაც შეეხება კონკრეტული კანდიდატის დასახელებას, ესეც სისუსტის გამოვლენაა. რეალურად, ხედავთ, რომ ბავშვების ხელშია რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც მაინცდამაინც არც განათლება გამოარჩევთ, არც გამოცდილება და არც არაფერი. ეს ძალიან კარგია, სწორი მიმართულებით ვითარდება პროცესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი