ირაკლი კობახიძე - დღეს გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, სადაც ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის
დღეს გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან, ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შედგა ასევე შეხვედრა ეუთო-ს გენმდივანთან, სადაც საუბარი შეეხო ეუთო-სთან საქართველოს თანამშრომლობას.
„ეუთო-ს გენმდივანთან შეხვედრა უკვე გაიმართა. საუბარი გვქონდა ეუთო-სთან ჩვენს თანამშრომლობაზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და გვქონდა საინტერესო დისკუსია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დღეს ასევე გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან, ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა პრემიერმა.