ირაკლი კობახიძე - დეპუტატთა დასწრების მხრივ ვითარება არ შეცვლილა, შესაბამისად, მსვლელობას მივცემთ კანონპროექტს, რაც ამ რეალობას შეცვლის
ირაკლი კობახიძე - დეპუტატთა დასწრების მხრივ ვითარება არ შეცვლილა, შესაბამისად, მსვლელობას მივცემთ კანონპროექტს, რაც ამ რეალობას შეცვლის

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატთა დასწრების თვალსაზისით ვითარება არ შეცვლილა, რის გამოც რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები უახლოეს მომავალში განიხილება.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დღევანდელი პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო დროულად ვერ დაიწყო.

დეპუტატებმა სხდომა მესამე რეგისტრაციის შემდეგ გახსნეს.

„ვითარება არ შეცვლილა. შესაბამისად, იმ კანონპროექტს მსვლელობას მივცემთ, რაც მიზნად ამ რეალობის შეცვლას ისახავს”, – დასძინა კობახიძემ.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები უკვე ინიცირებულია, თუმცა მისი განხილვა ჯერ არ დაწყებულა, მიზეზი მმართველ გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობაა. ცვლილებებით, სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი „ოჯახური მდგომარეობა“ აღარ იქნება. ასევე მკაცრდება რეგულაციები რეგისტრაციის გავლის პროცედურებსა და სხვისი პულტით სარგებლობისთვის.