ირაკლი კობახიძე - დეოლიგარქიზაციის კანონი მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული, დაველოდებით დეკემბერში ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პოზიციას
ირაკლი კობახიძე - დეოლიგარქიზაციის კანონი მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული, დაველოდებით დეკემბერში ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პოზიციას

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მომავალ კვირაში მესამე მოსმენით არ იქნება მიღებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული თხოვნა პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის დროს დადგა.

„ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავდით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას საბოლოო, მესამე მოსმენით, თუმცა იცით, რომ პრემიერს ჰქონდა ვიზიტი ბრიუსელში, შედგა შეხვედრები უმაღლეს დონეზე, მათ შორის შარლ მიშელთან, ევროკომისართან და იქ ასეთი თხოვნა იქნა დაყენებული, რომ ამ ეტაპზე ეს კანონი არ იყოს მესამე მოსმენით მიღებული. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ ამ თხოვნას, მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული ეს კანონი, არც დეკემბრამდე მივუბრუნდებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირის სტრუქტურების მიერ გამოხატულ პოზიციას დაელოდება.

„ჩვენ ყველა შემთხვევაში დაველოდებით დეკემბერში ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს მიერ გამოხატულ პოზიციას ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაინტერესებს, მოიხსნება თუ არა დეოლიგარქიზაციის საკითხი, რომელიც თავის თავში გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას. მანამდე ჩვენ არ ვაპირებთ, მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.