ირაკლი კობახიძე - ფისკალური დეცენტრალიზაციის დონე დაბალია, ჩვენი მიზანია თვითმმართველობების საბიუჯეტო შემოსავლების გაორმაგება
ირაკლი კობახიძე - ფისკალური დეცენტრალიზაციის დონე დაბალია, ჩვენი მიზანია თვითმმართველობების საბიუჯეტო შემოსავლების გაორმაგება

„დემოკრატიული განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა დეცენტრალიზაციის რეფორმა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან კონკრეტული ხედვა გვაქვს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში განაცხადა, სადაც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოში ფისკალური დეცენტრალიზაციის დონე საკმაოდ დაბალია.

„ფისკალური დეცენტრალიზაციის დონე ძალიან დაბალია და ჩვენი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო შემოსავლების გაორმაგება. ასე რომ, ეს არის კიდევ ერთი ამბიციური მიზანი, რომელიც მმართველობის სისტემაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს. ეს რეფორმა განხორციელდება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად შეიმუშავა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.