ირაკლი კობახიძე - დაუშვებელია, „ენჯეოები“ აფინანსებდნენ ქვეყანაში ექსტრემიზმს, პოლარიზაციას, რევოლუციურ სცენარებს, ასევე, მნიშვნელოვანია, ასეთი ღონისძიებები არ იყოს გარედან დაფინანსებული
ირაკლი კობახიძე - დაუშვებელია, „ენჯეოები“ აფინანსებდნენ ქვეყანაში ექსტრემიზმს, პოლარიზაციას, რევოლუციურ სცენარებს, ასევე, მნიშვნელოვანია, ასეთი ღონისძიებები არ იყოს გარედან დაფინანსებული

დაუშვებელია, რომ „ენჯეოები“ აფინანსებდნენ ჩვენს ქვეყანაში ექსტრემიზმს, პოლარიზაციას, რევოლუციურ სცენარებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ღონისძიებები არ იყოს გარედან დაფინანსებული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „არასამთავრობოებმა შექმნეს ფონდი, რომელიც ითვალისწინებს იმ პირთა ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც შეიძლება, მაგალითად, აქციაზე იყვნენ დაკავებული, რას ემსახურება ეს ქმედება?“

„ასეთი პროექტიც არის პირდაპირი დაპირისპირება სახელმწიფო ინსტიტუტებთან და ეს არის ექსტრემიზმის პირდაპირი მხარდაჭერა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ამაზე ჩვენ გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია. დაუშვებელია, რომ „ენჯეოები“ აფინანსებდნენ ექსტრემიზმს ჩვენს ქვეყანაში, პოლარიზაციას, რევოლუციურ სცენარებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ღონისძიებები არ იყოს გარედან დაფინანსებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, სამწუხაროა, რომ „ენჯეოების“ დაფინანსება არ არის გამჭვირვალე.

„გახსოვთ, თავის დროზე დავაინიცირეთ კანონპროექტი, რასაც მოაყოლეს სერიოზული აჟიოტაჟი, რადგან მათ არ სურთ საკუთარი დაფინანსების წყაროების და დაფინანსების მიზნების გამჟღვანება. მიზეზი არის ის, რომ ამ დაფინსების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება ექსტრემისტული ღონისძიებების განხორციელებას. სწორედ ამიტომ დაუპირისპირდნენ ისინი საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობას. სამწუხარო რეალობაა, რომ „ენჯეოებს“ არ სურთ საკუთარი დაფინანსების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაზიარება. ეს ბუნდოვანება მეტყველებს მათ უარყოფით მიზნებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.