ირაკლი კობახიძე - დასრულდა 71 საბავშვო ბაღის და 110 სკოლის, ხოლო მიმდინარეობს 243 საბავშვო ბაღის და 296 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, აშენდა ერთი და მიმდინარეობს ოთხი პროფსასწავლებლის მშენებლობა
საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 563 მილიონი ლარი, მთლიანობაში დაგეგმილია 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, აქედან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასრულდა 71 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ამჟამად მიმდინარეობს 243 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება გრძელდება სკოლების მიმართულებითაც.
„დასრულდა სამუშაოები 110 სკოლაში, მიმდინარეობს 296 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ვიწყებთ 22 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. აშენდა 1 პროფესიული სასწავლებელი და დაიწყო 4 ახალი პროფსასწავლებლის მშენებლობა“, – აღნიშნა პრემიერმა.