ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სასარგებლოდ ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სასარგებლოდ ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს

დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სასარგებლოდ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს  უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან გაგზავნილი წერილის შესახებ.

„ევროკავშირისა და უნგრეთის მოლაპარაკებები არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილებები მიღებული ევროინტეგრაცისთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინის სასარგებლოდ, მოლდოვის სასარგებლოდ და, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული საქართველოს სასარგებლოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.