ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობები სხვა ხარისხში იქნება აყვანილი
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობები სხვა ხარისხში იქნება აყვანილი

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის კომუნიკაცია დასახვეწია.

როგორც ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას კობახიძემ განაცხადა, პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კონსტიტუციით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა გამარტივებულია, რაც მთავარი საკვანძო ხარვეზი იყო და ეს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსზე დადებითად აისახება.

“ეს პარლამენტის მუშაობას განსაკუთრებით გაამარტივებს. კონსტიტუციით ყოველწლიური ანგარიშგების წესი შემოდის და პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე ყოველწლიურად ანგარიშით წარდგება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ყველაფერი კონსტიტუციის დონეზე ვერ მოწესრიგდება და ვმუშაობთ, რომ პრაქტიკა დავხვეწოთ. პრაქტიკა აუცილებლად დასახვეწია, მათ შორის უფრო აქტიური კომუნიკაცია უნდა იყოს მთავრობასა და პარლამენტს შორის. ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობები სამი წლის თავზე სხვა ხარისხში იქნება აყვანილი“, – დასძინა კობახიძემ.