ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ძალიან უნდა, ხმა მისცეს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს, უბრალოდ, პატრონები ამის უფლებას არ მისცემენ
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ძალიან უნდა, ხმა მისცეს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს, უბრალოდ, პატრონები ამის უფლებას არ მისცემენ

დარწმუნებული ვარ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ძალიან უნდა ხმის მიცემა, გამომდინარე იქიდან, რომ უკიდურესად არაპოპულარული იქნება მათი მხრიდან თავის შეკავება ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს შეეხებოდა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რის გამოც შეიძლება, თავი შეიკავონ, არის ის, რომ პატრონები ამის უფლებას არ მისცემენ.

„დარწმუნებული ვარ, ძალიან უნდათ ხმის მიცემა, უბრალოდ, მათი პატრონები უფლებას არ მისცემენ. ეს არის ერთადერთი, რის გამოც მათ შეიძლება შეიკავონ თავი“, – განაცხადა პრემიერმა.