ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, აფხაზებთან და ოსებთან შესაძლებელია ჩვენი ისტორიული მეგობრობის აღდგენა და ჩვენი მხრიდან ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
დარწმუნებული ვარ, აფხაზებთან და ოსებთან შესაძლებელია ჩვენი ისტორიული მეგობრობის აღდგენა და ჩვენი მხრიდან ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მიერ წარდგენილ ახალ სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით საუბრისას.
„ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა, ურთიერთობები აფხაზებთან და ოსებთან. სამწუხაროდ, რუსულმა პოლიტიკამ ამ ყველაფერს ჩრდილი მიაყენა. 90-იან წლებში ეს იყო ხელოვნური პროცესები, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმის მიერ დაიგეგმა.
ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, თავისი ნეგატიური ასახვა ჰპოვა ჩვენს ურთიერთობებზე. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია ჩვენი ისტორიული მეგობრობის აღდგენა და ჩვენი მხრიდან ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ძალიან აქტიურად მუშაობდა გასული თვეების განმავლობაში ქეთევან ციხელაშვილი შესაბამის დოკუმენტებზე, შესაბამის ინიციატივებზე და რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ინიციატივისგანხილვას მასთან ერთად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.