ირაკლი კობახიძე – დამატებითი ფრაქციების შექმნა უმრავლესობის შიგნით მართვის ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს

23:28, 18.12.2017

ჩვენ აქამდეც ვახერხებდით უმრავლესობის შიგნით ურთიერთობების სათანადოდ დარეგულირებას და მართვას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დამატებითი ფრაქციების შექმნა უმრავლესობის შიგნით მართვის ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობაში განხორციელდეს პროცესების სწორი მართვა. ჩვენი აზრით, დამატებითი ფრაქციების შექმნა ხელს შეუწყობს უმრავლესობის შიგნით მართვის ოპტიმიზაციას. ეს არის ფრაქციების ჩამოყალიბების მიზანი“,- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა განხეთქილება და არაეფექტიანი იყო თუ არა დიდი ფრაქციის მუშაობა, ირაკლი კობახიძე აცხადებს:

„ეს იყო გარკვეული სპეკულაციები,რომლებსაც არავითარი საფუძველი არ აქვს“.

 

მსგავსი