ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც ვიღაც აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და შემდეგ ისინი ითხოვენ მთავრობის გადადგომას
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც ვიღაც აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და შემდეგ ისინი ითხოვენ მთავრობის გადადგომას

ჩვენი დამოკიდებულება არის ხისტი, მაგალითად „სირცხვილიას“ და „დროას“, ეკლესიის მაგინებლების დაფინანსების მიმართ, ასეთი ორგანიზაციების დაფინანსების მიმართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არსებული დამოკიდებულების მიუხედავად, ყველაფერი უნდა დადგინდეს სამართლებრივად და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ვენეციის კომისიამ უნდა შეაფასოს.

„ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც ვიღაცა აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და შემდეგ ისინი ითხოვენ მთავრობის გადადგომას. ამასთან დაკავშირებით გვაქვს სათანადო დამოკიდებულება, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი უნდა დადგინდეს სამართლებრივად, ვენეციის კომისიამ უნდა შეაფასოს, როგორია ეს დოკუმენტი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ჩვენ მიერ პირველი მოსმენით მიღებული დოკუმენტი, არის არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.